|
2016-03-12 12:50:19, 603 ნახვა
საზოგადოება
ვლადიმერ პაპავა გადადგომას არ აპირებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა გადადგომას არ პირებს. ამის შესახებ პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა. პაპავას განცხადებით, ამ წლების განმავლობაში, ამ ინტიტუტის არსებობა სახელმწიფო უნივერსიტეტში, მის მუშაობას ხელს არ უშლიდა, თუმცა მისი თქმით, სტუდენტებს აქვთ უფლება მოითხოვონ ამ მიმართულებით გამოძიების დაწყება. “რადგანაც სტუდენტებმა ეს საკითხი გააჟღერეს, ბუნებრივია ეს საკითხი მივიდა იმათ ყურამდეც, ვისაც ეს ეხება. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ეს გამოძიება უნდა ჩატარდეს, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია. ყველაზე ნაკლებად, თუ ვინმეს აწყობს ის, რაც ხდება დღეს უნივერსიტეტში, ეს არის რექტორი. მინდა ხაზგასმით აღინიშნოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გადადგომას არ აპირებს, რადგან ამით უნვერსიტეტში სიტუაცია კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს,“ - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)