|
2025-03-21 17:28:24, 495 ნახვა
მსოფლიო
მასკი - მოუთმენლად ველი პენტაგონში იმ ადამიანების სისხლის სამართლებრივ დევნას, რომლებიც The New York Times-თან ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ
მოუთმენლად ველი პენტაგონში იმ ადამიანების სისხლის სამართლებრივ დევნას, რომლებიც The New York Times-თან ცრუ ინფორმაციას ბოროტი განზრახვით ავრცელებენ, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამ სტატიასთან დაკავშირებულ კომენტარს აზიარებს. „The New York Times-ი სუფთა პროპაგანდაა. მოუთმენლად ველოდები პენტაგონში იმ ადამიანების სისხლის სამართლებრივ დევნას, რომლებიც The New York Times-თან ცრუ ინფორმაციას ბოროტი განზრახვით ავრცელებენ. მათ იპოვნიან“, - წერს მასკი. The New York Times-მა ხუთშაბათს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, პენტაგონი აპირებდა მასკისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია აშშ-ის სამხედროების გეგმის შესახებ ნებისმიერ ომთან დაკავშირებით, რომელიც, შესაძლოა, ჩინეთთან დაიწყოს. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა და პრეზიდენტმა ტრამპმა, მაგრამ უარყვეს, რომ შეხვედრაზე სამხედრო გეგმების განხილვა იგეგმებოდა. „ჩინეთს არც კი ახსენებენ და განიხილავენ. რა სამარცხვინოა, რომ დისკრედიტებულ მედიას შეუძლია ასეთი ტყუილის მოგონება. ყოველ შემთხვევაში, ეს ამბავი სრული სიცრუეა!!!" - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)