|
2025-03-20 18:50:03, 934 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპას სჭირდება სისწრაფე გადაწყვეტილებების მიღებაში
ანტიევროპულია, როდესაც ერთი ადამიანი ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მთელი კონტინენტისთვის არის მნიშვნელოვანი , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოსადმი მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ევროპას სჭირდება სისწრაფე გადაწყვეტილებების მიღებაში და მკაფიო ინსტრუმენტები დაბლოკვისგან თავის დასაცავად. “სამწუხაროდ, ასევე, საჭიროა გარკვეული ზეწოლა ევროპის შიგნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ყველა დაპირება ნამდვილად შესრულდეს. კონკრეტულად, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და ევროპული ერთიანობისთვის ზოგიერთი ფუნდამენტური საკითხის მოგვარება. უბრალოდ ანტიევროპულია, როდესაც ერთი ადამიანი ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მთელი კონტინენტისთვის არის მნიშვნელოვანი, ან რომლებიც უკვე შეთანხმებულია. უკრაინამ მოთხოვნები დააკმაყოფილა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი სირთულეებია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინისთვის მოლაპარაკებების სხვა თავების გახსნის მხრივ. ევროპას სჭირდება სისწრაფე გადაწყვეტილებების მიღებაში და ნათელი ინსტრუმენტები საკუთარი თავის არასაჭირო ბლოკირებებისგან დასაცავად. უკრაინა ევროპის ნაწილია, ევროპა ერთ-ერთი მოთამაშეა გლობალურ სამშვიდობო ძალისხმევებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)