|
2025-03-20 18:14:55, 946 ნახვა
მსოფლიო
აშშ-რუსეთს მოლაპარაკებები ერ-რიადში 24 მარტს შედგება - მოსკოვის დელეგაციას გრიგორი კარასინი უხელმძღვანელებს
აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა 24 მარტს გაიმართება, რუსეთის დელეგაციას გრიგორი კარასინი და სერგეი ბესედა უხელმძღვანელებენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ბატონ უოლცთან შევთანხმდით, რომ კონსულტაციები პრეზიდენტების მიერ დანიშნულ ექსპერტებს შორის ორმხრივ ფორმატში ჩატარდება. კონსულტაციები კი ორშაბათს, 24 მარტს ერ-რიადში გაიმართება“, - განაცხადა უშაკოვმა. უშაკოვის განცხადებით, რუსულ დელეგაციას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა უხელმძღვანელებენ. „ნამდვილად გამოცდილი მომლაპარაკებლები არიან, რომლებიც საერთაშორისო საკითხებში კარგად ერკვევიან“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)