|
2025-03-20 16:28:35, 977 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
„ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა“ სამი რაკეტა გაუშვა, რომელთაგან ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო, ხოლო ორი ღია ტერიტორიებზე ჩამოვარდა. სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და განაცხადა, რომ თავდასხმა „სიონისტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაზე“ პასუხს წარმოადგენს. შეგახსენებთ, სამშაბათს ისრაელმა ღაზას სექტორზე მასშტაბური ავიაიერიშები განახორციელა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში საჰაერო დარტყმების განახლების გადაწყვეტილება ისრაელმა „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო მიიღო. საჰაერო იერიშების შემდეგ ისრაელმა დღეს ღაზაში სახმელეთო ოპერაციაც განაახლა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)