|
2025-03-20 11:48:13, 704 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის მერი - სოლიდარობასა და იმედს წინ ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება
სოლიდარობასა და იმედს წინ ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება - ჩვენ ვიბრძვით უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია პატიმრობაში მყოფი სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს განცხადებაში, რომელიც მის სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელდა. „სოლიდარობასა და იმედს წინ ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილებისთვის, უფლებებისთვის, კანონისთვის, სამართლიანობისთვის, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, - წერს ექრემ იმამოღლუ. შეგახსენებთ, სტამბოლის მერი, რომელიც თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრია, კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ დააკავა. მანამდე სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი სხვადასხვა დარღვევების გამო ბათილად ცნო და ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჩამოართვა. სტამბოლის მერის დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა. ათასობით ადამიანი მერიის წინ შეიკრიბა და შეძახილებით: "ერდოღანო, დიქტატორო!" და "იმამოღლუ, შენ მარტო არ ხარ"! დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ სტამბოლის უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის დასაშლელად ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)