|
2025-03-20 11:25:52, 2075 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა F-16-ების ახალი პარტია მიიღო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა F-16-ების ახალი პარტია მიიღო. ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. "უკრაინაში დამატებითი F-16-ები მოფრინდა. რუსები იტყუებიან, რომ რაღაც ჩამოაგდეს, არაფერიც არ ჩამოუგდიათ. კარგი ამბავი კი ის არის, რომ უკრაინამ რამდენიმე F-16 მიიღო". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. მიღებული ავიაგამანადგურებლების ზუსტი რაოდენობა ზელენსკის არ დაუსახელებია. ცოტა ხნით ადრე, უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის სამსახურმა განაცხადა, რომ სუმის ოლქში უკრაინული F-16-ის ჩამოგდების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 2023 წელს, აშშ-ს, დანიისა და ნიდერლანდების მეთაურობით შექმნილმა ავიაგამანადგურებლების კოალიციამ უკრაინისთვის F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემა დაიწყო. პირველი ნიდერლანდური თვითმფრინავები უკრაინამ 2024 წლის ოქტომბერში მიიღო, ხოლო მეორე პარტიის შესახებ ცნობები 2025 წლის თებერვალში გავრცელდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტამ უმეროვი თებერვლის შუაში თავის ბელგიელ კოლეგას შეხვდა. მინისტრებმა F-16-ის პროგრამის შემდგომ განხორციელებაზე იმსჯელეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)