08:17 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 11:27:52, 703 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სი ძინპინი აშშ-ში ახლო მომავალში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი, შესაძლოა, „არც ისე შორეულ მომავალში“ შეერთებულ შტატებს ეწვიოს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ის ჩამოვა. არც თუ ისე შორეულ მომავალში“, - აღნიშნა ტრამპმა.

Reuters-ი წერს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არც თეთრ სახლში გააკეთეს და არც ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოში.

ტრამპმა თანამდებობის მეორე ვადით დაკავების შემდეგ ჩინეთიდან ყველა სახის იმპორტზე 20%-იანი გადასახადი დააწესა.

მისი თქმით, პეკინმა არ შეაჩერა აშშ-ის ტერიტორიაზე იმ ქიმიკატების ნაკადის შესვლა, რომელსაც უკანონო ფენტანილის დასამზადებლად იყენებდნენ და რაც აშშ-ში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით მოხმარების სიკვდილის მთავარი მიზეზია.

ჩინეთი აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ სერიოზული ზომები მიიღო ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, პეკინმა ვაშინგტონს საპასუხო სავაჭრო ზომები დაუწესა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics