|
2025-03-17 17:45:11, 644 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტუსკი - ვილნიუსში IKEA-ს მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვა დგას
გასულ წელს ვილნიუსში IKEA-ს მაღაზიაში გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვა დგას , - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ლიეტუვის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. ლიეტუვის პროკურატურის განცხადებით, 2024 წლის მაისში, ვილნიუსში მდებარე IKEA-ს მაღაზიას ცეცხლი უკრაინის ორმა მოქალაქემ წაუკიდა, მომხდარის უკან კი რუსეთის სამხედრო დაზვერვა იდგა. ლიეტუვის პროკურატურაში განაცხადეს, რომ მომხდარს ტერორიზმის მუხლით იძიებენ და ერთ-ერთი დამნაშავე პოლონეთში დააკავეს. ამასთან, ლიეტუვის პროკურატურის ინფორმაციით, იმავე ჯგუფმა შარშან პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დააკავეს. ლიეტუვის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მოლაპარაკებების დაწყებამდე ამის ცოდნა კარგია“. „ძვირფასო მოკავშირეებო, ლიეტუვის პროკურატურის გამოძიებამ დაადასტურა ჩვენი ეჭვი, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ვილნიუსისა და ვარშავის სავაჭრო ცენტრებში ხანძრის გაჩენაზე არიან პასუხისმგებლები. მოლაპარაკებების დაწყებამდე ამის ცოდნა კარგია. ამ სახელმწიფოს ბუნება ასეთია“, - წერს ტუსკი X-ზე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)