|
2025-03-17 08:51:15, 638 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ მაკედონიაში, სადაც ხანძარს 59 ადამიანი ემსხვერპლა, 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა
ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა, - ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს. ჩრდილოეთ მაკედონიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პანჩე ტოსკოვსკიმ განაცხადა, რომ დაკავებულები დაიკითხებიან. მისი თქმით, არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ადგილი ჰქონდა ქრთამის აღებასა და კორუფციას, რომელიც ხანძარს უკავშირდება. თავდაპირველ ცნობებზე დაყრდნობით, ტოსკოვსკიმ განაცხადა, რომ ხანძარი პიროტექნიკის გამოყენებით წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვია, რომლებიც ძალიან აალებადი მასალისგან დამზადებულ ჭერს მოხვდა. ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ, მომხდარის გამო, შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. შეგახსენებთ, გუშინ კოჩანში მდებარე ღამის კლუბში ხანძარი მაშინ გაჩნდა, როდესაც ასობით ქვეყანაში პოპულარული ჰიპ-ჰოპ დუეტის DNK-ის კონცერტზე იყო შეკრებილი. დაიღუპა 59 და დაშავდა 155 ადამიანი. პროკურატურის პრესსპიკერმა BBC-ს განუცხადა, რომ ბენდის მხოლოდ ერთი წევრი გადარჩა და საავადმყოფოში მკურნალობს. „წითელი ჯვრის“ ერთ-ერთმა მოხალისემ, მუსტაფა საიდოვმა განაცხადა, რომ დაზარალებულთა უმეტესობა 18-დან 20 წლამდე ახალგაზრდები არიან. ოფიციალური პირების თქმით, დაშავებულებისგან 20-ზე მეტი და დაღუპულებისგან სამი - 18 წლამდე ასაკის იყო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)