|
2025-03-16 08:47:05, 718 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - რუსეთი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გულწრფელად სურს მშვიდობა
რუსეთი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გულწრფელად სურს მშვიდობა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ჩატარებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „რუსეთი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გულწრფელად სურს მშვიდობა. ის არ პასუხობს შეერთებული შტატებისა და უკრაინის წინადადებებს. საბრძოლო ქმედებებს აძლიერებს. პრეზიდენტ პუტინს ყველაფრის მოპოვება სურს და მერე მოლაპარაკებების წარმოება. ჩვენი ძალის მეშვეობით მშვიდობის სტრატეგია ახლა საფრთხის ქვეშაა. მშვიდობა თუ გვსურს, რუსეთმა მკაფიოდ უნდა გვიპასუხოს და ზეწოლა ცხადი უნდა იყოს, შეერთებულ შტატებთან ერთად, რათა ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ“, - განაცხადა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის “პრეზიდენტ ტრამპთან მშვიდობის ინიციატივის აღების სიმამაცისთვის” და “ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შემოთავაზებისთვის”. „მყარი მშვიდობისთვის უკრაინას წინააღმდეგობის გაწევაში უნდა დავეხმაროთ, რათა ხვალ ჰყავდეს ძლიერი არმია, რომელიც ქვეყანას დაიცავს და მზად უნდა ვიყოთ ამ მშვიდობის გარანტია უზრუნველვყოთ,” - განაცხადა მაკრონმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)