|
2025-03-15 08:39:41, 763 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა „სიენენი“ და „ემესენბისი“ კორუფციასა და უკანონო საქმიანობაში დაადანაშაულა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტელეარხები „სიენენი“ და „ემესენბისი“ წარმოადგენენ დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ინსტრუმენტებს, რომელთა ქმედებებიც, მისი აზრით, უკანონოა. „მე ვთვლი, რომ CNN და MSNBC, რომლებიც წერენ 97,6% ნეგატიურ მასალას ჩემ შესახებ, წარმოადგენენ დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ფრთას. ისინი კორუმპირებული არიან და მოქმედებენ უკანონოდ. არ აქვს მნიშვნელობა, რა უზარმაზარ გამარჯვებას მივაღწევ მე ან რა მარცხს განიცდიან ჩემი ოპონენტები. ეს ხალხი ყოველთვის შემიტევს მე“, – ხაზი გაუსვა ტრამპმა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში გამოსვლისას. ტრამპმა გააკრიტიკა მედია მათ შორის კოორდინაციის გამო. მისი თქმით, ისინი გავლენას ახდენენ მოსამართლეებზე. „ეს არ შეიძლება, იყოს კანონიერი. ჩვენ აღვადგენთ კანონს, წესრიგსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ამერიკაში. ჩვენ ვაბრუნებთ პატიოსნებას და ანგარიშვალდებულებას ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში, იუსტიციის სამინისტროსა და მთელი ჩვენი მთავრობის უმაღლეს დონეებზე“, – თქვა ტრამპმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)