|
2025-03-13 17:05:20, 1191 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია, რუსეთს ომის გაგრძელება სურს
უკვე დღეზე მეტია, შეთავაზებულ წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ზელენსკის განცხადებით, საუდის არაბეთში, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. „ჩვენმა წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარეს უკრაინის ფუნდამენტური პოზიციების შესახებ აცნობეს. უკრაინა მზად იყო ცეცხლის შეწყვეტისთვის ჰაერსა და ზღვაზე, მაგრამ აშშ-მა მისი ხმელეთზე გაფართოების შეთავაზება წამოაყენა. უკრაინა ამ წინადადებას მიესალმება. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობა, ასევე ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები განვიხილეთ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი გუნდი აშშ-თან, ევროპასთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან კონსტრუქციული მუშაობის გაგრძელებისთვის მზად არის. „სამწუხაროდ, უკვე დღეზე მეტია, შეთავაზებულ წინადადებებზე მსოფლიოს რუსეთისგან მკაფიო პასუხი არ მოუსმენია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს და იგი მშვიდობის დამყარების რაც შეიძლება დიდხანს გადადებას ცდილობს. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის ზეწოლა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რუსეთს ომის დასრულება აიძულოს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)