|
2025-03-13 14:55:38, 668 ნახვა
მსოფლიო
ილჰამ ალიევის თანაშემწე - საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობები შეიძლება სომხეთისთვისაც მაგალითი გახდეს
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, მეზობლური კავშირების იდეალური მაგალითია, ეს ურთიერთობები, შეიძლება, სომხეთისთვისაც მაგალითი გახდეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეტ ჰაჯიევმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ ვცდილობთ გავაერთიანოთ ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ ჩვენს შეხედულებებს. კონფლიქტის მოგვარების მაგალითია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარება. ზოგჯერ სომეხი კოლეგები ამბობენ, რომ სომხეთის დამოუკიდებლობა აზერბაიჯანმა განსაზღვრა, რადგან საოკუპაციო პოლიტიკა მათ დამოუკიდებლობას ემუქრებოდა. ახლო აღმოსავლეთში ახლა გარკვეული მოვლენები ხდება. აზერბაიჯანი გეოგრაფიულად ახლოს არის ახლო აღმოსავლეთთან. ამ რეალობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანი თავის საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ცენტრალურ აზიასთან კავშირების განმტკიცებას. გარდა ამისა, თურქეთი და თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია [თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო] ამ რეგიონში ახალ რეალობას ქმნიან. აზერბაიჯანის ბუნებრივი რესურსები, ისევე როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, მეზობლური კავშირების იდეალური მაგალითია. ეს ურთიერთობები, შეიძლება, სომხეთისთვისაც მაგალითი გახდეს“, - აღნიშნა ჰიკმეტ ჰაჯიევმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)