|
2025-03-12 19:24:10, 678 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთი რუსეთთან და ირანთან ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეხვედრას გამართავს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 14 მარტს პეკინში გაიმართება ჩინეთის, რუსეთისა და ირანის წარმომადგენლების შეხვედრა ირანის "ბირთვულ საკითხზე". რუსეთისა და ირანის წარმომადგენლები, სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან. 12 მარტის რეგულარულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის შეხვედრას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაო ჩჟაოსუ უხელმძღვანელებს. იმავე დღეს ნიუ-იორკში, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დახურული სხდომა გაიმართება, რომელიც ირანის ურანის მორაგების ზრდას შეეხება. 7 მარტს, დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ სურს ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების მოლაპარაკება და 6 მარტს სავარაუდოდ, ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მოლაპარაკებებს დაიწყებენ. "[წერილში] ვთქვი, იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებთ, რადგან ეს ირანისთვის გაცილებით უკეთესი იქნება. მგონია, რომ მათ ამ წერილის მიღება სურთ. მეორე ალტერნატივა ისაა, რომ ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რადგან კიდევ ერთი ბირთვული იარაღის [გაჩენის] უფლება არ უნდა მივცეთ“ - აღნიშნა ტრამპმა. ტრამპმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საკითხის პრობლემის მოგვარებაორი გზით შეიძლება: სამხედრო გზით და შეთანხმების მიღწევით.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)