|
2025-03-12 12:38:33, 532 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - უკრაინაში ნატო-ს ჯარების ნებისმიერი დროშის ქვეშ განლაგება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს
უკრაინაში ნატო-ს ჯარების ნებისმიერი დროშის ქვეშ განლაგება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების განლაგებას „არავითარ შემთხვევაში“ არ დათანხმდება. „არავითარ შემთხვევაში! ჩვენ ამის შესახებ არავინ გვესაუბრება. როდესაც აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სამშვიდობოების შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია ამის განხილვა, მაგრამ ეს ჩვეულებრივ ყველა მხარის თანხმობას მოითხოვს. რატომ უნდა დავთანხმდეთ სამშვიდობო ძალებს ან ნებისმიერ სამშვიდობო ჯგუფს? მათ სურთ, რომ ასეთი ძალა იმ ქვეყნებისგან შედგებოდეს, რომლებმაც მტრად გამოგვაცხადეს. ისინი იქ ისე ჩავლენ, როგორც სამშვიდობოები?!“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, „დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომს უკრაინელების მეშვეობით აწარმოებს“. „თუ ნატო-ს გაფართოება ერთი-ერთი ძირითადი მიზეზია, ყოველ შემთხვევაში, ტრამპი ამას აღიარებს, მაშინ ნატო-ს ჯარების იქ ყოფნა, ნებისმიერი დროშის ქვეშ, ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ იცის, „თუ როგორ არ წავიდეს კომპრომისებზე“. „ამ კონკრეტული კრიზისის კონტექსტში, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კომპრომისები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის“, - განაცხადა ლავროვმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)