|
2025-03-12 10:49:51, 486 ნახვა
მსოფლიო
„როიტერის“ ინფორმაციით, USAID-ის თანამშრომლებს დოკუმენტების განადგურების ბრძანება მიეცათ
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლებს დოკუმენტების განადგურების ბრძანება მიეცათ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. სასამართლოში შეტანილი განაცხადის თანახმად, რომელიც სამთავრობო თანამშრომელთა პროფკავშირებმა წარადგინეს, USAID-ის ოფიციალურმა პირმა თანამშრომლებს დოკუმენტების დიდი რაოდენობის განადგურება უბრძანა. ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ განცხადებაში პროფკავშირები მიუთითებენ USAID-ის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის, ერიკა კარის ელექტრონულ წერილზე, რომელშიც თანამშრომლებს სააგენტოს ოფისში მისვლის ინსტრუქციას აძლევს „დოკუმენტების გასანადგურებლად“. წერილში არ იყო მოცემული დეტალები, რომელი დოკუმენტები უნდა განადგურებულიყო. პროფკავშირების თქმით, ბრძანება „მიუთითებს სააგენტოს ჩანაწერების სწრაფ განადგურებაზე დიდი მასშტაბით“, რაც არღვევს ფედერალურ კანონს ჩანაწერების შენახვის შესახებ. თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ანნა კელიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ცნობები დოკუმენტების განადგურების შესახებ არის „ყალბი ამბების ისტერია“ და აღნიშნა, რომ დოკუმენტები იყო „ძველი, უმეტესად სხვა უწყებებიდან მიღებული, რომლის ორიგინალი ვერსიებიც კვლავ არსებობს კომპიუტერულ სისტემებში“. კელიმ ასევე დაწერა, რომ USAID-ის შენობას მალე აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახური დაიკავებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)