|
2025-03-11 18:47:01, 707 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა მოლდოვისთვის 2 მილიარდი ევროს დახმარება დაამტკიცა
ევროპარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა მოლდოვისთვის თითქმის 2 მილიარდი ევროს დახმარების გეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი კენჭისყრის შემდეგ ავრცელებს. განცხადების თანახმად, 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი მოლდოვას დაეხმარება მისი სოციო-ეკონომიკური რეფორმების დაჩქარებაში, სიმყარის გაძლიერებასა და ევროინტეგრაციის წინ წაწევაში. ასევე, პაკეტი ისე არის შემუშავებული, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მოლდოვაზე მწვავე გავლენა შეამციროს. ევროპარლამენტარებსა და ევროკავშირის საბჭოს შორის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებულ იქნა, რომ მოლდოვას 520 მილიონი ევრო გრანტების სახით გადაეცემა (წინასწარი ინიციატივა 100 მილიონ ევროზე იყო), ხოლო დაახლოებით 1.5 მილიარდი ევრო დაბალპროცენტიანი სესხების სახით. მოლდოვისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას 499-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 117 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 44-მა თავი შეიკავა. მოლდოვისთვის დახმარების პაკეტზე მოხსენება ევროპარლამენტარებმა ზიგფრიდ მურეშანმა და სვენ მიქსერმა მოამზადეს. მურეშანის თქმით, მოლდოვა დაფინანსების მიღებას უკვე აპრილში დაიწყებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)