|
2025-03-11 18:37:57, 758 ნახვა
მსოფლიო
ლიდერი აჰმედ ალ-შარაა - სირია არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი სახელმწიფოსთვის რეგიონსა თუ მსოფლიოში
სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერის, აჰმედ ალ-შარაა აცხადებს, რომ სირია ცდილობს, მოთმინებითა და სიბრძნით უპასუხოს ისრაელის ქმედებებს. „ვცდილობთ მოთმინებას და სიბრძნეს მივმართოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუ არსებობს შეშფოთებები, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ სირია არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი სახელმწიფოსთვის რეგიონში ან მსოფლიოში. თუ არსებობს ექსპანსიონისტური მოტივები, ამ შემთხვევაში მთელი მსოფლიო თანხმდება სირიასთან და გმობს ისრაელის ქმედებებს სირიის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ალ-შარამ. სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი ასევე უარყოფს ისრაელის ბრალდებებს, რომ სირიის ახალი მთავრობა საფრთხეს წარმოადგენს ისრაელისთვის. როგორც „როიტერი“ წერს, ისრაელმა საზღვრის გასწვრივ ბუფერული ზონა დაიკავა და სამხრეთ სირიის დემილიტარიზების პირობა დადო. პარალელურად კი, ინტენსიურად ახორციელებდა სირიის არმიის იარაღის საწყობების დაბომბვას. ისრაელში ალ-შარაას „ალ-ქაიდას“ ტერორისტად მოიხსენიებენ. „ილუზიებში მყოფმა ადამიანმა, შესაძლოა, ნებისმიერი რამ თქვას. ნებისმიერს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ მას საფრთხე ემუქრება და განახორციელოს წინმსწრები დარტყმები და დახოცოს ხალხი, მაგრამ ამას გამართლება ვერ ექნება“, – აღნიშნა ალ-შარაამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)