23:02 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 21:05:24, 988 ნახვა

საზოგადოება
თბილისში მარში, სახელწოდებით ,,სოლიდარობა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს" მიმდინარეობს

"სოლიდარობა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს" - ამ წუთებში თბილისში მარში მიმდინარეობს. ილიაუნის სტუდენტები, რომლებსაც მარშით საზოგადოებრივი მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდნენ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

ახალგაზრდების მთავარი სათქმელია, რომ ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სტუდენტები იდგნენ ერთად და მთავრობას დაუპირისპირდნენ.

გუშინ ვნახეთ პოლიციის ხელით, როგორ დააჯარიმეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, მხოლოდ იმის გამო, რომ დახურულ შენობაში მოაწყვეს აქცია. ეს არის შეზღუდვები არალეგიტიმური მთავრობის მიერ. ჩვენ დღეს სიმბოლურად შენობაში, ისე რომ ნებართვა არ გვითხოვია არავისთვის, ვთქვით, რომ არ ვემორჩილებით არალეგიტიმური მთავრობის არცერთ კანონს. მნიშვნელოვანია ჩვენი პროტესტი. ახლა იწყება ყველაფერი, ამას ჩვენ არ ვაპატიებთ", - ამბობს ერთ- ერთ სტუდენტი

შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

ისინი სოციალურ ქსელში მეილს აქვეყნებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომისიამ "ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი" განიხილა და  სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics