|
2025-03-10 14:34:28, 808 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - USAID-ის პროგრამების 83%-ს ოფიციალურად ვაუქმებთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის მთავრობა USAID-ის პროგრამების 83% ოფიციალურად აუქმებს. მისი თქმით, 5 200 კონტრაქტზე, რომელიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი დაიხარჯა ისე, რომ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურებოდა. „6 კვირიანი განხილვის შემდეგ ჩვენ ოფიციალურად ვაუქმებთ USAID-ის პროგრამების 83%-ს. 5200 კონტრაქტმა, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი დახარჯა ისე, რომ არ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანს აყენებდა კიდეც) შეერთებული შტატების მთავარ ეროვნულ ინტერესებს“, - წერს რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი განმარტებით, კონგრესთან შეთანხმების შედეგად ორგანიზაციის პროგრამების დარჩენილი ნაწილის ეფექტური ადმინისტრირება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოხდება. „კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ, ჩვენ განზრახული გვაქვს დარჩენილი პროგრამები (დაახლოებით 1000), რომელსაც ვინარჩუნებთ, უფრო ეფექტურად იმართებოდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ“, - აცხადებს რუბიო. ის მადლობას უხდის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს, რომელმაც „დიდი ხნის განმავლობაში იმუშავა ამ დიდი ხნის დაგვიანებული და ისტორიული რეფორმის მისაღწევად“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)