|
2025-03-10 13:18:03, 480 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტუსკი - ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს არა ქედმაღლობას, არამედ პარტნიორებისა და მოკავშირეების პატივისცემას
ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს პატივისცემას პარტნიორებისა და მოკავშირეების მიმართ, მაშინაც კი, თუ ისინი უფრო პატარები და სუსტები არიან, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს პარტნიორებისა და მოკავშირეების პატივისცემას, მაშინაც კი, თუ ისინი უფრო პატარები და სუსტები არიან და არა ქედმაღლობას. ძვირფასო მეგობრებო, დაფიქრდით“, – წერს ტუსკი. შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის მიწოდებას პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო აფინანსებს და თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, შესაძლოა, სხვა პროვაიდერის მოძებნა გახდეს საჭირო. პასუხად, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა. განცხადებას გამოეხმაურა მარკო რუბიოც, რომელმაც რადოსლავ სიკორსკი უმადურობაში დაადანაშაულა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)