|
2025-03-10 09:44:43, 495 ნახვა
მსოფლიო
კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჯასტინ ტრუდოს მარკ ქარნი შეცვლის
კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს მარკ ქარნი, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჯასტინ ტრუდოს შეცვლის. ტრუდომ 2025 წლის იანვარში განაცხადა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. მარკ ქარნი, რომელსაც 16 მარტს 60 წელი უსრულდება, კანადის ბანკის ყოფილი მმართველია. ქარნი კანადის გარდა, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მოქალაქეა. ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში, რომელიც 9 მარტს ჩატარდა, მარკ ქარნიმ ხმების 85%-ით გაიმარჯვა. არჩევნებში კიდევ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. კანადის ლიბერალურ პარტიას მარკ ქარნის თავმჯდომარეობით მოუწევს ბრძოლა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც წელს ჩატარდება. ქარნის, როგორც პრემიერ-მინისტრს მოუწევს რთული მოლაპარაკებებიც კანადის ტრადიციულ მოკავშირე და მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც ურთიერთობა დაიძაბა პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის შემადგენლობაში უნდა იყოს და პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო არაერთხელ მოიხსენია „გუბერნატორად“. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შეცვალოს 25%-იანი საბაჟო გადასახადებით. ტარიფების ამოქმედება აპრილამდეა გადადებული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)