12:06 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-09 17:49:21, 801 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო უკრაინელ კოლეგებს საუდის არაბეთში 10-12 მარტს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში 10-12 მარტს ეწვევა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მარკო რუბიოს მიზანია, ხელი შეუწყოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნის განხორციელებას.

ჯიდაში ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს, რათა აშშ-საუდის არაბეთის ურთიერთობების გაძლიერების გზები და რეგიონში საერთო ინტერესების საკითხი განიხილოს.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიო 12-14 მარტს კანადაში გაემგზავრება, სადაც „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება.

„მდივანი რუბიოს ჩართულობა გააძლიერებს აშშ-ის ინტერესებს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, სტრატეგიულ თანამშრომლობასა და გლობალურ სტაბილურობაში. საუბარი შეეხება ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში არსებულ კონფლიქტებს, თანამშრომლობას აფრიკასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და სტაბილურობას დასავლეთ ნახევარსფეროში“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics