|
2025-03-09 12:57:53, 765 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, ჩეჩნეთისა და დაღესტნის რესპუბლიკებში ტელეგრამი აიკრძალა
დაღესტნის ციფრული განვითარების მინისტრმა იური გამზატოვმა განაცხადა, რომ ფედერალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით რესპუბლიკაში Telegram დაიბლოკა. ,,ბლოკირების შესახებ გადაწყვეტილება ფედერალურ დონეზე გადაწყდა. მას ხშირად იყენებენ მტრები, ამის მაგალითია არეულობა მაჰაჩყალის აეროპორტში". – თქვა გამზატოვმა. მინისტრმა 2023 წლის 30 ოქტომბერს მაჰაჩყალაში მომხდარი შემთხვევა იგულისხმა, როდესაც ასობით ანტისემიტურად განწყობილი დაღესტნელი აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა. თავდამსხმელებმა Telegram-დან შეიტყეს, რომ აეროპორტში ისრაელის თვითმფრინავი დაეშვა, აგრესიულმა ბრბომ აეროპორტის შენობა დააზიანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ტელეგრამში ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. გამზატოვმა აღნიშნა, რომ მომავალში ტელეგრამი შეიძლება განიბლოკოს, მაგრამ იქამდე მომხმარებლებს შეუძლიათ ,,გამოიყენონ ძალიან კარგი ანალოგები, მაგალითისთვის ისეთი, როგორიც არის Vkontakte". ჩეჩნეთში პოპულარული პლატფორმის აკრძალვის შესახებ განაცხადა რუსეთის დუმის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, ანტონ ნემკინმა: "ჩეჩნეთსა და დაღესტანში დაიბლოკა ტელეგრამი. შეზღუდვა იძულებითია, ვინაიდან ამ რეგიონებში პლატფორმას არეულობის მოსაწყობად იყენებენ".
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)