|
2025-03-08 16:53:40, 926 ნახვა
მსოფლიო
პიტერ სიიარტო - პოლონეთის მთავრობა, ბრიუსელთან ერთად, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისთვის ხელის შეშლას ცდილობს
პოლონეთის მთავრობა, ბრიუსელთან ერთად, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისთვის ხელის შეშლას ცდილობს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს. „პოლონეთის მთავრობის ლიდერები, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მაშინ როდესაც პოლონეთში კანონის უზენაესობას არღვევენ, ლექციებს გვიკითხავენ იმის შესახებ, თუ რა არის ევროპის ინტერესებში. ისინი თვლიან, რომ ეს ომის გაგრძელებაა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მშვიდობაა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს სიკვდილი და ნგრევაა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მშვიდობის დამყარებაა“, - წერს სიიარტო. მისი თქმით, „ახლა მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი არსებობს: დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა შეიძლება წარმატებული იყოს“. „სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა, დანარჩენ ბრიუსელთან ერთად, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაბლოკვას ცდილობს“, - აღნიშნავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)