|
2025-03-08 15:01:05, 772 ნახვა
მსოფლიო
თანამდებობიდან დროებით გადაყენებულმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
იმპიჩმენტის საკითხზე თანამდებობიდან დროებით გადაყენებულმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, სამხრეთ კორეის პროკურატურამ ქვეყნის იმპიჩმენტგამოცხადებული პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ რაც გუშინ, სასამართლომ მისი პატიმრობის გაგრძელების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. „უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრალურ საოლქო სასამართლოს გამბედაობისა და უკანონობის გამოსწორების მტკიცე გადაწყვეტისთვის“, - განაცხადა იუნ სუკ იოლმა. შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო იუნ სუკ იოლს 14 დეკემბერს იმპიჩმენტი გამოუცხადა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მის ოფიციალურ გათავისუფლებაზე, ან უფლებამოსილების აღდგენაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. სამართალდამცავებმა იოლი 15 იანვარს დააკავეს. გათავისუფლების მიუხედავად, იოლის უფლებამოსილება კვლავ შეჩერებულია და საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო მისი სასამართლო პროცესი გაგრძელდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)