20:55 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-08 10:07:01, 1134 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსების მიერ ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, სავარაუდოდ,11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

რუსების მიერ ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაშველების ცნობით, 8 ხუთსართულიანი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა და 30 ავტომობილი დაზიანდა. საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

„ხანძრის ჩაქრობის დროს ოკუპანტებმა მეორე დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც სახანძრო მანქანა დაზიანდა“, - აცხადებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ღამით ხარკოვის ოლქში მდებარე საწარმოს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics