12:48 - 20 Aug, 2026
|
2025-03-07 11:43:17, 515 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასი“ - პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი ესკალაცია რამდენიმე გატაცებულის მოკვლას გამოიწვევს
დაჯგუფება „ჰამასი“ მძევლების დახოცვით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ღაზას სექტორში ბრძოლებს განაახლებს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. „პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერი ესკალაცია გამოიწვევს რამდენიმე გატაცებულის მოკვლას“, - განაცხადა „ჰამასის“ პრესსპიკერმა, აბუ უბეიდამ. ისრაელის ხელისუფლების ცნობით, ღაზაში ამ დროისთვის 24 მძევალი იმყოფება და 35 გატაცებული ადამიანის ცხედარია. მათივე ცნობით, ცოცხალ ტყვეებს შორისაა ახალგაზრდა ჯარისკაცი, რომელსაც ისრაელისა და გერმანიის მოქალაქეობა აქვს და ტაილანდის მოქალაქე. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპი 1-ელ მარტს დასრულდა, თუმცა მხარეები შეთანხმების გაგრძელებაზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)