|
2025-03-07 11:06:53, 536 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - მშვიდობა მხოლოდ ევროკავშირისა და მისი ქვეყნების მხარდაჭერით არის შესაძლებელი
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მშვიდობის მიღწევა ევროკავშირის მხარდაჭერითაა შესაძლებელი. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასტან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განმარტა, ევროკავშირის ლიდერები მიესალმებიან თავდაცვის გაძლიერების გეგმას. „ჩვენ ყველას გვსურს მშვიდობა ძალის მეშვეობით, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. და ეს ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინტერესებშიც შედის. თუ მას ამის მიღწევა სურს, ეს მხოლოდ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერით არის შესაძლებელი. ჩვენ ვართ ის, ვინც ბევრ ინვესტიციას ვდებთ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში და უზრუნველვყოფთ იმ სამხედრო შესაძლებლობებს, რომლებიც უკრაინას სჭირდება. არის უზარმაზარი ზეწოლა ყველა წევრ ქვეყანაზე, რომ გაზარდონ თავიანთი თავდაცვის ხარჯები. ამიტომ ყველა ლიდერი მიესალმა თავდაცვის გაძლიერების გეგმას, რომელიც ხუთ ელემენტს მოიცავს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)