|
2025-03-06 12:45:27, 505 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა ემანუელ მაკრონზე - მეზღაპრეა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებები ხშირად მოწყვეტილია რეალობისგან და მის წინა განცხადებებს ეწინააღმდეგება, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის. „ის ყოველდღიურად აკეთებს რაღაც განცხადებებს, რომლებიც სრულიად მოწყვეტილია რეალობისგან და ეწინააღმდეგება მის წინა განცხადებას. აი, მეზღაპრეა“, - აღნიშნა ზახაროვამ. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის. „საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხია, რომელიც მამაცად იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც. მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. რუსული საფრთხე გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე და გავლენას ახდენს ჩვენზე“, - აღნიშნა მაკრონმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)