|
2025-03-05 23:41:42, 868 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - უკრაინის მიღმა რუსული საფრთხე რეალურია, ეს ევროპულ ქვეყნებზე გავლენას ახდენს, ჩვენ გვეხება
უკრაინის მიღმა რუსული საფრთხე რეალურია, ეს ევროპულ ქვეყნებზე გავლენას ახდენს, ჩვენ გვეხება" - ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა.- იუწყება BFM TV. "მშვიდობისკენ მიმავალი გზა არ შეიძლება იყოს უკრაინის მიტოვებით", - თქვა მან და დასძინა, რომ მშვიდობა "არ შეიძლება აშენდეს ნებისმიერ ფასად და რუსეთის დიქტატის ქვეშ და არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია". მან მხარი დაუჭირა ევროპული ჯარების განლაგებას უკრაინაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ძალები „დღეს არ წავლენ ფრონტის ხაზზე, მაგრამ იქნებიან იქ, როგორც კი მშვიდობა გაფორმდება, რათა უზრუნველყონ მისი სრული დაცვა“. მაკრონმა თქვა, რომ მომავალ კვირას საფრანგეთი შეკრებს ქვეყნების შტაბის უფროსებს, რომლებიც მზად არიან „უკრაინაში მომავალი მშვიდობის გარანტიისთვის“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)