13:39 - 20 Aug, 2026
|
2025-03-05 16:08:27, 543 ნახვა
მსოფლიო
შესაძლოა ვოლოდიმირ ზელენსკისი და დონალდ ტრამპი კვლავ შეხვდნენ
ემანუელ მაკრონი კირ სტარმერთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, შესაძლოა, დონალდ ტრამპს შეხვდეს, - ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა, სოფი პრიმასმა ჟურნალისტებს განუცხადა. „განიხილება შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტი მაკრონი ზელენსკისთან და ინგლისელ კოლეგასთან ერთად ვაშინგტონში დაბრუნდეს“, - განაცხადა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა. მისი თქმით, შეხვედრა საფრანგეთის ინიციატივას წარმოადგენს და იგი შეიძლება „უახლოეს მომავალში“ შედგეს. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებები 24 თებერვალს გამართა, ხოლო 27 თებერვალს დონალდ ტრამპს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)