|
2025-03-05 12:35:13, 584 ნახვა
სამართალი
შიმშილობის 48-ე დღეს ბათუმის მედროშე, თემურ ქათამაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, შიმშილობის 48-ე დღეს აქტივისტი თემურ ქათამაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპისთვის ქათამაძეს 20 კილოგრამზე მეტი დაკლია, ის თავს სუსტად გრძნობს და უჭირს თავისუფლად გადაადგილება. როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაში“ განმარტავენ, თემურ ქათამაძეს ბოლო სამედიცინო გამოკვლევა 2025 წლის 15 თებერვალს ჩაუტარდა, როდესაც მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად. თუმცა, მისი მოთხოვნის მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციაზე უარი უთხრეს და იმავე დღეს დროებით მოთავსების ცენტრში დააბრუნეს. ამ დღის შემდეგ, როგორც ორგანიზაცია იუწყება, ქათამაძე უარს ამბობდა ნებისმიერი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე.
თემურ ქათამაძე, რომელიც შიმშილობას მშვიდობიანი პროტესტის ნიშნად აწარმოებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა მხოლოდ გუშინ. მისი მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც კლინიკაში გადაყვანა გარდაუვალი გახდა. 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს საკითხზე, ხომ არ უნდა მიენიჭოს ქათამაძეს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი. აქტივისტი ამ დრომდე მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, მას უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)