|
2025-03-05 12:15:48, 519 ნახვა
მსოფლიო
პიტერ სიიარტო მარკო რუბიოს შეხვდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს. უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის ცნობით, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე პიტერ სიიარტო და მარკო რუბიო შეთანხმდნენ, რომ „ამ რთულ პერიოდში ეროვნული იდენტობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს“. „ახლა, როგორც არასდროს, პატრიოტული ძალები უნდა გაერთიანდნენ თავიანთი ღირებულებებისა და სუვერენიტეტის დასაცავად!“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ. კოვაჩი წერს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ასევე, ღრმა შეშფოთება გამოხატა პატრიოტულ მთავრობებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, ზოგჯერ მხოლოდ ეროვნულ არჩევნებში გამარჯვების გამო“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)