13:40 - 20 Aug, 2026
|
2025-03-05 11:01:38, 635 ნახვა
მსოფლიო
დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ოთხი პირის ლიკვიდაცია განხორციელდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ოთხი პირის ლიკვიდაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. „დაღესტნის რესპუბლიკაში 5 მარტის ღამეს ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, ოთხი ბანდიტის განეიტრალება მოხდა, რომლებიც ქალაქ კასპიისკში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული ადმინისტრაციის ობიექტზე ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ“, - ნათქვამია რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში. რუსული მედიის ცნობით, სპეცოპერაციას მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია. გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების საქმიანობას კოორდინაციას ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები უწევდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)