|
2025-03-04 20:14:22, 1496 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება მალე მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ მივიღოთ გრძელვადიანი მშვიდობა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
მინდა, დავასტურო უკრაინის ერთგულება მშვიდობისადმი. არცერთ ჩვენგანს არ სურს გაუთავებელი ომი. უკრაინა მზადაა, რაც შეიძლება მალე მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ მივიღოთ გრძელვადიანი მშვიდობა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელებზე მეტად მშვიდობა არავის უნდა. ,,მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ გრძელვადიანი მშვიდობა. ჩვენ მზად ვართ, სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად - პირველი ეტაპები შეიძლება იყოს ტყვეების გათავისუფლება და ზავი ცაში - რაკეტების აკრძალვა, შორი დისტანციური თვითმფრინავების აკრძალვა, ბომბები ენერგეტიკასა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე - და დაუყოვნებლივი ზავი ზღვაში, თუ რუსეთი ამას გააკეთებს. ამის შემდეგ, ჩვენ გვსურს, ძალიან სწრაფად გადავიდეთ ყველა მომდევნო ეტაპზე და ვიმუშაოთ აშშ-სთან ძლიერი საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ, რამდენს აკეთებს აშშ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დასახმარებლად. ჩვენ გვახსოვს ის მომენტი, როდესაც ყველაფერი შეიცვალა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას ჯაველინები მიაწოდა. ჩვენ მადლობელი ვართ ამისთვის. პარასკევს, ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ისე არ წარიმართა, როგორც უნდა ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. დროა საქმეების გამოსწორების. ჩვენ გვინდა, რომ მომავალი თანამშრომლობა და კომუნიკაცია კონსტრუქციული იყოს. რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას - უკრაინა მზადაა, ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ხელსაყრელ ფორმატში. ჩვენ ვხედავთ ამ შეთანხმებას, როგორც ნაბიჯს უფრო დიდი უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების მყარი გარანტიებისკენ და იმედი მაქვს, რომ ის ეფექტურად იმუშავებს'' - წერს X-ზე წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)