13:39 - 20 Aug, 2026
|
2025-03-04 18:58:33, 732 ნახვა
მსოფლიო
მარინ ლე პენი - აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერება იმსახურებს დაგმობას, ეს ძალიან სასტიკი ნაბიჯია უკრაინელი ჯარისკაცებისთვის
აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების შეჩერებას საფრანგეთის ოპოზიციური პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ფაქტობრივი ლიდერი, მარინ ლე პენი გმობს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მარინ ლე პენი ცვლის ტონს შეერთებული შტატებისა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ. „ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილების სისასტიკე იმსახურებს დაგმობას. ეს ძალიან სასტიკი ნაბიჯია უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც თავიანთი ქვეყნის პატრიოტული თავდაცვით არიან დაკავებული“, – განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა. 4 მარტს ამერიკული მედიისთვის ცნობილი გახდა ტრამპის ბრძანება, რომ შეაჩეროს უკრაინაში ყველა სამხედრო დახმარება, ვიდრე არ დაინახავს, რომ უკრაინის ხელისუფლება აჩვენებს კეთილ ნებას მშვიდობისკენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)