13:38 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 16:07:24, 510 ნახვა

მსოფლიო
სერბეთის პარლამენტში ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი ისროლეს, არიან დაშავებულები [ვიდეო]

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი ისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა Reuters ავრცელებს. 

საკანონმდებლო სესიაზე, მას შემდეგ, რაც მმართველმა კოალიციამ სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) ხელმძღვანელობით დღის წესრიგი დაამტკიცა, ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარლამენტის სპიკერისკენ გაიქცა და დაცვის თანამშრომლებს შეეჯახა. სხვებმა კი კვამლის ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. 

სპიკერის, ანა ბრნაბიჩის განცხადებით, მომხდარის შედეგად ორი დეპუტატი დაშავდა. მათგან ერთმა, SNS პარტიიდან, იასმინა ობრადოვიჩმა ინსულტი განიცადა, ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

ოპოზიციონერები ვადამდელ არჩევნებსა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics