|
2025-03-03 13:49:50, 530 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინაში ერთთვიანი ზავი შეამოწმებს, იმოქმედებს თუ არა პუტინი კეთილსინდისიერად
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
რუსეთ-უკრაინის ომში „ნაწილობრივი ზავი“, რასაც საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერების მიერ შემოთავაზებული იდეა ითვალისწინებს, შეიძლება გახდეს უფრო ხანგრძლივი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წინაპირობა და ასევე საშუალებას მოგვცემს დავინახოთ მზად არის თუ არა მოსკოვი რაიმე შეთანხმების განსახორციელებლად, - Fox News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ RTL Radio-ს განუცხადა. მისი განმარტებით, დროებითი ზავი შეამოწმებს, იმოქმედებს თუ არა პუტინი კეთილსინდისიერად და იქნება თუ არა მზად სერიოზულად დაიწყოს მოლაპარაკებები გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებაზე. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უკრაინასა და რუსეთს ნაწილობრივ, ერთთვიან ზავს სთავაზობენ, რომელიც გავრცელდება შეტევებზე „ჰაერში, ზღვაში და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)