|
2025-03-03 11:47:48, 592 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - თემურ ქათამაძე თავს უკვე სუსტად გრძნობს, გადაადგილების სირთულეებიც აქვს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
აქციის დროს დაკავებული ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის ადვოკატი ამბობს, რომ მას უკვე გადაადგილების სირთულეები აქვს. 46-ე დღეა, რაც თემურ ქათამაძე შიმშილობს. "თემურ ქათამაძე თავს უკვე სუსტად გრძნობს, გადაადგილების სირთულეებიც აქვს. ვიმედოვნებ, ის უახლოეს პერიოდში კლინიკაში გადაყვანაზე დათანხმდება, რადგან ამ ვადის შიმშილობის გათვალისწინებით, წონაში მნიშვნელოვანი კლება აღენიშნება - საუბარია 20 კგ-ზე მეტის დაკლებაზე, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება". - თქვა ქათამაძის ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა. ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო. ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა. 26 თებერვალს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შსს-ს (რადგან ამ მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება სამინისტროს გააჩნია) მიმართა და მოუწოდა, ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მედროშის, თემურ ქათამაძის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)