15:23 - 20 Aug, 2026
|
2025-03-02 17:30:48, 547 ნახვა
მსოფლიო
გიტანას ნაუსედა - აშშ და უკრაინა, ევროპელებთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
არ უნდა დავზოგოთ ძალისხმევა ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის შესანარჩუნებლად, აშშ და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ, ევროპელებთან ერთად, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომელიც დღეს ესტონეთისა და ლატვიის ლიდერებთან ერთად გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა. „მნიშვნელოვანი დისკუსია მქონდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან. აშშ და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ, ევროპელებთან ერთად. ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება პრიორიტეტულია. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო ელემენტი ევროპის მხრიდან მშვიდობის აღსრულება უნდა იყოს“, - აცხადებს გიტანას ნაუსედა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)