|
2025-03-02 15:44:49, 2900 ნახვა
რეგიონი
რუსეთმა აფხაზეთის ე.წ. საარჩევნო უბანზე თავდასხმის შემდეგ ტერორიზმის მუხლით საქმე აღძრა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია РИА Новости-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთ ე.წ. საარჩევნო უბანზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით, მათ შორის ტერორიზმის მუხლით, აღძრა. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ გააკეთა. "გამოძიების კომიტეტმა რუსეთის მოქალაქეების, რომლებიც ასევე აფხაზეთის მოქალაქეობას ფლობენ, წინააღმდეგ ჩადენილი სამართალდარღვევებისა და დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები რამდენიმე მუხლით, მათ შორის ტერორიზმის მუხლით, აღძრა" - თქვა პეტრენკომ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის რწმუნებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისა და შემდგომი ხმების დათვლის პროცესის დროს "ახალი თავდასხმები მოხდა რუსეთის მოქალაქეებზე". "დაფიქსირებულია სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნისა და ხმის მიცემის პროცესისთვის ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი — კერძოდ, საარჩევნო ურნების დაზიანების გზით. ერთ-ერთ შემთხვევაში სამართალდამცავების მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაიხსნა" - ამბობს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი. მისი თქმით, თავდამსხმელთა ნაწილი დაკავებულია, ხოლო ერთ-ერთი მათგანის ვინაობა დადგენილია. თავმდასხმელის სახელუ ნურიკ სმირია. რუსეთის საგამოძიებუო კომიტეტის ინფორმაციით, ის "აფხაზური ძალოვანების საპასუხო ცეცხლის შედეგად დაიჭრა" და ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. პეტრენკოს თქმით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)