|
2025-03-02 11:01:10, 2914 ნახვა
რეგიონი
ბადრა გუნბა აცხადებს, რომ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტობის კანდიდატი“ ბადრა გუნბა აცხადებს, რომ „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში გაიმარჯვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „წინასწარი შედეგები ყველამ იცით, ეს შედეგი განპირობებულია იმ ნდობით, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ და ჩვენი გუნდის მიმართ და, რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ხალხის ხმის შედეგი“, - განაცხადა გუნბამ ე.წ. „საარჩევნო შტაბის“ მხარდამჭერებთან შეხვედრისას. „ტელეგრამ“ არხი „აფსნი 360“-ის ცნობით, გუნბას ხმა 54 859-მა „ამომრჩეველმა“ (56 პროცენტმა) მისცა. მისმა ოპონენტმა ადგურ არძინბამ 41 701 ხმა (42 პროცენტი) მიიღო. კიდევ 20 307 მოქალაქემ (2 პროცენტი) ყველას წინააღმდეგ მისცა ხმა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს 2 მარტს გამოაცხადებს, ე.წ. „არჩევნების“ „ოფიციალური შედეგები“ კი უახლოეს სამ დღეში გახდება ცნობილი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)