04:37 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 20:18:17, 835 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის საგარეო - ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ვგმობთ და არ ვაღიარებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს გმობს და არ აღიარებს. 

"უკრაინა გმობს და არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

ცნობისთვის, დღეს, 1 მარტს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics