|
2025-02-28 20:16:49, 907 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში შეაჩერა
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დროებითი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიღებულია სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგში. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, აფგან სადიგოვმა, რომელიც პროტესტის ნიშნად 161 დღე შიმშილობდა, შეწყვიტა შიმშილობა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამ ნაბიჯს მიიჩნევს მნიშვნელოვანი გამარჯვების ნიშნად, რადგან ევროპული სასამართლოს მიერ გაცემული გადაწყვეტილება პრიორიტეტად მიიჩნევს აფგან სადიგოვის უფლებების დაცვის საკითხს. როგორც ცნობილია, 2025 წლის 10 იანვარს, სოციალურმა სამართლიანობის ცენტრმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვა დროებითი ღონისძიების აღდგენა, რათა გაჩერებულიყო აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში. სტრასბურგის სასამართლომ 14 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ავალებდა აფგან სადიგოვის გადაცემის შეჩერებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მოითხოვა დროებითი ღონისძიების შეჩერება, სასამართლომ საბოლოოდ გაახანგრძლივა ექსტრადიციის აკრძალვა, რაც ძალაში დარჩება სანამ საქმე სტრასბურგში არ გადაწყდება.
2024 წლის 3 აგვისტოს აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის მოთხოვნით დააკავეს თბილისში. მისი საექსტრადიციო პატიმრობა 2025 წლის 31 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის ვადა მაქსიმუმ 9 თვეს შეადგენს, რაც აფგან სადიგოვის შემთხვევაში 3 მაისს იწურება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვის გათავისუფლებისა და მისი უფლებების დაცვის პროცესში აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)