|
2025-02-28 16:59:39, 605 ნახვა
სამართალი
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთ ექიმს ბრალი წაუყენეს
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალი წარედგინა ექიმს, ქეთევან ლობჟანიძეს, რომელსაც პროკურატურა სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება, რამაც შეიძლება, ხუთი წლით ციხეში მოხვედრა გამოიწვიოს. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარები ირწმუნებიან, რომ მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში შეყვანილ ჩარკვიანს ექიმმა მედიკამენტოზური მკურნალობა დაუნიშნა, თუმცა აუცილებელი კვლევები არ ჩაუტარებია. ადვოკატის თქმით, სასამართლო ხვალ იმსჯელებს ექიმის აღკვეთის ღონისძიებაზე. ბრალდების მხარე გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის" თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებით, ექიმმა არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის პროტოკოლი და მედიკამენტოზური მკურნალობა დაუნიშნა შესაბამისი კვლევის გარეშე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)