16:06 - 20 Aug, 2026
|
2025-02-27 15:53:02, 723 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი მზად არის სხვებს მოუსმინოს
აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპი მზად არის სხვებს მოუსმინოს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი თავად საუბრობს და ასევე, მზად არის სხვებს მოუსმინოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვაშინგტონის ამჟამინდელ ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციისგან არსებითად განასხვავებს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსული და ამერიკული კომპანიები თანამშრომლობით არიან დაინტერესებულები. „ერ-რიადში, რუსული და ამერიკული კომპანიებისთვის პოტენციური თანამშრომლობის ფართო სპექტრი იქნა აღნიშნული. კომპანიების მხრიდან ინტერესი არსებობს, მაგრამ ამ საკითხზე კონკრეტული საუბარი ჯერ არ ყოფილა“, - აღნიშნა პესკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)