|
2025-02-26 21:18:20, 650 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩამოდის უკრაინის აღდგენის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ პარასკევს, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონს ეწვევა იშვიათი ლითონებისა და უკრაინის აღდგენის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მან ასევე მადლობა გადაუხადა სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტსა, და ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს, შეთანხმების მიღწევაში გაწეული ძალისხმევისთვის. ტრამპის თქმით, „შევძელით შეთანხმების მიღწევა, რომლითაც ჩვენს ფულს დავიბრუნებთ და მომავალში ბევრ შემოსავალს მივიღებთ. ვფიქრობ, ეს მისაღები პირობებია.“ პრეზიდენტის განცხადებით, ის და ზელენსკი „აპირებენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც იქნება ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შეთანხმება.“
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)