|
2025-02-25 10:08:25, 1962 ნახვა
რეგიონი
სტიქია გურიაში - სოფლებში გზის გაწმენდა ვერ ხერხდება - შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო
ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, დამატებითი ტექნიკა მობილიზებულია და შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს. „ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა, კვლავ გადაუღებლად თოვს. დამატებითი ტექნიკის მობილიზება უკვე მოვახდინეთ და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მიდის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ხალხის ევაკუაცია, ან მოსახლეობამდე გზის გაყვანა. ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს, მათ შორის: ჩოჩხათის, ღრმაღელისა და აცანას ადმინისტრაციულ ერთეულებს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე გამოვიყვანეთ - ნაწილი სასტუმროებში, ნაწილი კი ნათესავებთან მოვათავსეთ. ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია ორმოცამდე სახლი. მართალია საცხოვრებელი სახლები დაზიანებულია, მაგრამ დაშავებულებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს“, - აცხადებს უწყება.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფლებში მოსახლეობასთან კომუნიკაცია აქვთ და ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მხოლოდ ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. „ხელახლა გვიწვეს ცენტრების გაწმენდა, ვერ ერევა ტექნიკა, ცენტრალური თუ არ გაიწმინდა, შიდა სასოფლო გზები ჯერ არ გაიწმინდება, რადგან მაღალი თოვლია, მოსახლეობასთან კომუნიკაციას პირადად ვერ ვახერხებთ, თუმცა გამგებლებისგან გაქვთ ინფორმაცია, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდაა, შიდა უბნებში ვერ შევდივართ, ძლიერი თოვაა. ტექნიკა მუშაობს რომ გაიწმინდოს, დამატებითი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელთან გვაქვს კომუნიკაცია, 16 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს”, - აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)